ჩოგაძე უკრაინულ კლუბში ითამაშებს
Aa
Aa

ჩოგაძე უკრაინულ კლუბში ითამაშებს

ქუთაისის ''ტორპედოს'' ყოფილი ფეხბურთელი თემურ ჩოგაძე კარიერას დონეცკის ''ოლიმპიკში'' გააგრძელებს. 21 წლის გარემარბმა უკრაინულ გუნდთან 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ჩოგაძისთვის ''ოლიმპიკი'' პირველი უცხოური კლუბია. მას უთამაშია ''საბურთალოში,'' ''რუსთავში,'' ბათუმის ''დინამოსა'' და ქუთაისის ''ტორპედოში.''

უკრაინული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში ჩოგაძემ აღნიშნა, რომ გუნდში მეგობრული გარემოა და კლუბის თითოეული წევრი კარგად შეხვდა.

''ოლიმპიკის'' მთავარი მწვრთნელი ვისენტე გომეს ფერნანდესია, რომელსაც მოსკოვის ''სპარტაკისა'' და კიევის ''დინამოს'' მთავარი მწვრთნელის ასისტენტად უმუშავია.

2019 წლის სეზონის პირველი ნახევარი ჩოგაძემ ''რუსთავში'' გაატარა, მეორე ნახევარი კი - ''ტორპედოში.'' საერთო ჯამში 2019 წლის კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 33 მატჩში 5 გოლი შეაგდო.

ჩოგაძეს საქართველოს 19 და 21 წლამდე ნაკრებებში უთამაშია.

ფოტო: olimpik.com.ua

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები