ჩავი: "შემოთავაზებაზე უარი ვთქვი, "ბარსა" ჩემთვის ჯერ ადრეა"
„ბარსელონას“ ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ჩავიმ დაადასტურა, რომ „ბლაუგრანამ“ მასთან მოლაპარაკებები აწარმოა და მან ამაზე უარი განაცხადა.
„დიახ ვადასტურებ, რომ აბიდალთან და გრაუსთან შეხვედრა მქონდა. მათ ოფიციალური შემოთავაზებაც გამიკეთეს, მაგრამ მე უარი ვთქვი. „ბარსელონას“ გაწვრთნა ჩემთვის ჯერ ძალიან ადრეა.
ასევე, ცხადია რომ მომავალში ჩემი ოცნება უცვლელი რჩება - „ბარსელონას“ მწვრთნელობა.
რაც შეეხება კიკე სეტიენს, მეს ის მომწონს. მისი სამუშაო სტილი მომწონს და იმედი მაქვს „ბარსელონასთან“ ერთად წარმატებას მიაღწევს“. - ჩავის სიტყვებს ესპანური Sport-ი ავრცელებს.
კიკე სეტიენის დანიშვნას წარმატებულ ნაბიჯად არ თვლის „ბარსელონას“ ლეგენდარული ათიანი რივალდო. ბრაზილიელი კლუბის ნაბიჯების გაკრიტიკებას არ მოერიდა.
„აშკარაა, რომ „ბარსელონამ“ ამ დავალებას თავი ვერ გაართვა. მათ ჩავისგან და შემდეგ კუმანისგან უარი მიიღეს. უკვე ისეთი მდგომაროება იყო, რომ ვალვერდეს დატოვება აღარ შეიძლებოდა და კლუბმა არჩევანი მე-3 კანდიდატზე კიკე სეტიენზე შეაჩერა.
ვალვერდეს გაშვების ფორმაც მიუღებელი იყო. არ შეიძლება დღის ბოლოს ახალ მწვრთნელთან მოლაპარაკებებს მართავდე და ამჟამინდელმა ეს არ იცოდეს“.