Aa
Aa

პირველი ტიტული 3 წლის შემდეგ - სერენამ ოკლენდში გამარჯვება შვილთან ერთად აღნიშნა

სერენა უილიამსმა 2017 წლის იანვრის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო. ლეგენდარულმა ამერიკელმა ოკლენდის ტურნირის ფინალში ჯესიკა პეგულა ორ სეტში დაამარცხა.

38 წლის ამერიკელმა მსოფლიოს 64-ე ჩოგან თანამემამულე პეგულასთან, რომელიც WTA-ს ტურნირების ფინალში მესამედ გავიდა, თამაში ცუდად დაიწყო, თუმცა სიტუაცია მალევე გამოასწორა და შეხვედრა 6:3; 6:4-ით დახურა.

მას შემდეგ, რაც დედა გახდა, სერენასთვის პირველი ტიტულია, ჯამში კი მან 73-ე ჩემპიონობა იზეიმა. სერენამ დღეს გამოქვეყნებულ მსოფლიოს რეიტინგში მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლა.

აქვე აღვნიშნოთ, რომ გასულ კვირას გამართული WTA-ს კიდევ ერთი ტურნირი, რომელსაც ბრისბენმა უმასპინძლა, კაროლინა პლიშკოვას ტრიუმფით დასრულდა. 27 წლის ჩეხმა ფინალურ მატჩში ამერიკელ მედისონ კიზს მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები