Aa
Aa

"არსენალი" ჩალჰანოღლუს იჯარით აყვანას გეგმავს

Mirror-ის ინფორმაციით, იანვარში „არსენალმა“ შესაძლოა „მილანიდან“ ჰაკან ჩალჰანოღლუ ინათხოვროს.

ევროპის ჩემპიონატისთვის ჩალჰანოღლუს რეგულარული სათამაშო დრო სურს და „არსენალში“ ამის იმედი აქვს.

25 წლის თურქმა ნახევარმცველმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

წყაროს ცნობით, თურქი ფეხბურთელის დამატების მომხრე თავად მიკელ არტეტა გახლავთ. ესპანელ სპეციალისტს შემადგენლობის გაძლიერება სურს, რათა მეტი არჩევანი ჰქონდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები