Aa Aa
10 იანვარი 2020  |  17:17

ჟირუ "ინტერს" შეუთანხმდა, ჯერი კლუბებზეა...

იტალიური პრესის ცნობით, მილანის „ინტერი“ პარალელურად კიდევ ერთ ტრანსფერზე მუშაობს და უშუალოდ ფეხბურთელთან საქმე თითქმის მომთავრებული აქვს.

ოლივიე ჟირუს აგენტი გუშინ „შავ-ლურჯთა“ ოფისში იმყოფებოდა და რამდენიმესაათიანი შეხვედრა გამართა. როგორც ირკვევა, მსურველ კლუბთაგან ჟირუს ყველაზე მეტად სწორედ „ინტერში“ გადასვლა სურს, რომელიც მას 2.5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს.

მთავარი პრობლემა სატრანსფერო თანხაა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანგს „ჩელსისთან“ კონტრაქტი ზაფხულში უსრულდება, „არისტოკრატები“ მაინც 8-10 მილიონ ევროს ითხოვენ. ლომბარდიელები კი ამ თანხის მხოლოდ ნახევარს იხდიან.

ასე რომ, უახლოეს დღეებში „ნერაძურისა“ და „ჩელსის“ შორის, სატრანსფერო თანხის თაობაზე, აქტიური მოლაპარაკებები დაიწყება.

აქვე დავამატოთ, რომ FCInterNews.it-ის ინფორმაციით, მილანელები დღეს, თავიანთ ოფისში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვეტერანი ნახევარმცველის, ეშლი იანგის წარმომადგენლებს ელოდებიან.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში