პრემიერლიგა:
Aa
Aa

პრემიერლიგა: "ჩელსიმ" წააგო, "ლესტერმა" აუტსაიდერთან ფრედ ითამაშა (VIDEO)

პრემიერლიგის მე-17 ტურში თავიანთი შეხვედრები ვერ მოიგეს „ჩელსიმ“ და „ლესტერმა“.

ფრენკ ლამპარდის გუნდი მოულოდნელად საკუთარ მოედანზე „ბორნმუთთან“ დამარცხდა. „ალუბლებმა“ კარში ზუსტად სულ 2-ჯერ დაარტყეს და 3 ქულის მოსაპოვებლად ეს საკმარისი აღმოჩნდა.

84-ე წუთზე გოსლინგმა „ჩელსი“ უქულოდ დატოვა. „არისტოკრატებმა“ ბოლო 5 ტურში მე-4 შეხვედრა წააგეს.

რაც შეეხებათ „მელიებს“, ბრენდან როჯერსის გუნდმა საკუთარ კედლებში აუტსაიდერ „ნორვიჩთან“ გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა.

ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. პუკიმ სტუმრები დააწინაურა, რასაც მალევე ტიმ კრულის ავტოგოლი მოჰყვა. ჰოლანდიელმა გოლკიპერმა კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

„ლესტერი“ დღემდე „ლივერპულის“ ერთადერთი მდევარი იყო, თუმცა მე-17 ტურში ქულები მათაც დაკარგეს და „მერსისაიდელებს“ უკვე 10 ქულით ჩამორჩნენ.

39 ქულით ბრენდან როჯერსის გუნდი ცხრილში მეორე პოზიციაზე საკმაოდ მყარად იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები