ზლატანმა მისი რჩეული დაასახელა:
Aa
Aa

ზლატანმა მისი რჩეული დაასახელა: "ასეთ ადრეულ ასაკში ის შეხვედრის შედეგზე გავლენას ახდენს"

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თანამედროვე ფეხბურთში თავისი რჩეული მოთამაშე დაასახელა, რომლის თამაშიც მის გაოცებას იწვევს.

იბრამ კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა და მას რჩევაც მისცა. შვედის სიტყვებს ესპანური Sporti ავრცელებს.

„20 წლის ასაკში ის უკვე ვარსკვლავია. იმედი მაქვს მუშაობას გააგრძელებს და იმის დემონსტრირებას მომავალშიც შემოგვთავაზებს, რასაც დღეს მოედანზე აკეთებს.

ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ შენ ცივი გონებით იაზროვნო. ამის გაკეთება ძალიან რთულია.

როდესაც მე ამ ასაკში ვიყავი, ახალგაზრდები და მათ შორის მეც ვცდილობდით, რომ ნამდვილი (ბრაზილიელი) რონალდოსთვის მიგვებაძა. მისი თამაში მაიძულებდა ტელევიზორში ყველა შეხვედრისთვის მეყურებინა. დღეს ტელევიზიით მატჩებს იშვიათად ვუყურებ.

დღეს ახალგაზრდები მბაპეს თამაშებს უყურებენ და მისთვის მიბაძვას ცდილობენ. ასეთ ადრეულ ასაკში მას მატჩის შედეგზე გავლენის მოხდენა შეუძლია. იმედი მაქვს ამას მომავალშიც შეინარჩუნებს და განვითარებას განაგრძობს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები