Aa
Aa

ლამპარდის გეგმები და „ჩელსის" ორი სამიზნე

ლონდონის „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდი ზამთარში შეტევის გაძლიერებას გეგმავს. ინგლისელ სპეციალისტს „ლურჯების“ სატრანსფერო გეგმების შესახებ „ლილთან“ მატჩის შემდეგ ჰკითხეს.

„კლუბი აუცილებლად იმსჯელებს თუ რომელი პოზიციის გაძლიერებაა საჭირო. ზაფხულში ჩვენ ედენ აზარი გავუშვით. ფეხბურთელი, რომელსაც ბოლო სეზონების განმავლობაში ბევრი გოლი გაჰქონდა და მომენტებს ქმნიდა. ამიტომ მისი პოზიციის გაძლიერება და კრეატიული ფეხბურთელის დამატება მნიშვნელოვანია“.

ბრიტანული პრესის ცნობით „ჩელსი“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში 150 მილიონი ფუნტის დახარჯვას გეგმავს. „ნისლიან ალბიონზე“ „არისტოკრატებს“ ორ გარემარბს, ჯეიდონ სანჩოსა და ვილფრიდ ზაჰას უკავშირებენ.

სანჩო „დორტმუნდში“ შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილოა და მისი გაშვების წინააღმდეგ არც გერმანული კლუბი გახლავთ. ზაჰას რაც შეეხება, რამდენიმე დღის წინ კოტ-დივუარელის აგენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ მისი კლიენტი ტოპ კლუბში თამაშს იმსახურებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები