''ეს ლოგიკური გადაწყვეტილებაა'' - რეკორდსმენი დეშამი და ახალი კონტრაქტი
Aa
Aa

''ეს ლოგიკური გადაწყვეტილებაა'' - რეკორდსმენი დეშამი და ახალი კონტრაქტი

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ფეხბურთის ასოციაციასთან კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა. ასე რომ დეშამი ''სამფეროვნებს'' 2022 წლის ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატზე უხელმძღვანელებს.

საფრანგეთის ფეხბურთის მმართველ ორგანოში დეშამთან გაფორმებულ ახალ კონტრაქტს ლოგიკური გადაწყვეტილება უწოდეს.

ახალი კონტრაქტიდან გამომდინარე დეშამი მიშელ იდალგოს რეკორდს დაამხობს და საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში გახდება ის სპეციალისტი, რომელმაც ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნა მთავარი მწვრთნელის პოსტი. იდალგოს რეკორდი 8 წელსა და 6 თვეს შეადგენს.

51 წლის დეშამი საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს 2012 წლიდან წვრთნის.

შეგახსენებთ, 2018 წელს საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. დეშამი 1998 წელს საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი იყო, როცა ''სამფეროვნებმა'' მუნდიალი საკუთარ კედლებში მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები