„ლივერპულის“ ისტორიული სტარტი - „წითლებმა“ „ჩელსის“ რეკორდი დაამხეს
Aa
Aa

„ლივერპულის“ ისტორიული სტარტი - „წითლებმა“ „ჩელსის“ რეკორდი დაამხეს

იურგენ კლოპის „ლივერპული“ თავისთვის პირველი პრემიერ ლიგის მოსაგებად იბრძვის და უშუალო მდევარს, „ლესტერს“ 8 ქულით უსწრებს.

პრემიერ ლიგის დასაკუთრებამდე მერსისაიდელებს შორი გზა აქვთ გასავლელი, მანამდე კი შეუძლიათ 16 ტურის შემდეგ დაფიქსირებული ისტორიული შედეგით იამაყონ.

ამჟამად „ლივერპულს“ 46 ქულა აქვს. ამაზე უკეთესი სტარტი ინგლისის უმაღლეს დივიზიონში არცერთ გუნდს ჰქონია „წითლებმა“ 2005-06 წლების სეზონის „ჩელსის" მიღწევა გააუმჯობესეს. „არისტოკრატებმა“ მაშინ 16 მატჩში 43 ქულა დააგროვეს.

„ლივერპულისა“ და „ჩელსის“ შემდეგ 2018-19 წლების „სიტი“ მოდის, რომელმაც 16 ტურში 41 ქულა მიითვალა. „ქალაქელთა“ მსგავსად 41 ქულით თავს 1985-86 წლების „მანჩესტერი“ იწონებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ „წითელმა ეშმაკებმა“ იმ სეზონში მეოთხე ადგილი დაიკავეს.

16 ტურის შემდეგ, საუკეთესო სტარტის მქონე გუნდებიდან ზემოთ ხსენებული „მანჩესტერი“ ერთადერთია, რომელმაც სეზონი ტრიუმფით ვერ დაასრულა. ასე რომ, ისტორიას თუ დავუჯერებთ, „ლივერპულს“ ჩემპიონობის მოპოვების ძალიან დიდი კარგი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები