Aa
Aa

გუარდიოლა: „რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ"

„სიტის“ მთავარი მწვრთნელი, პეპ გუარდიოლა „ლივერპულთან“ 14 ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, აცხადებს, რომ მისმა გუნდმა აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე არ უნდა გადაიტანოს. კითხვაზე გახდა თუ არა „ქალაქელთათვის“ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მთავარი პრიორიტეტი, ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა.

„ჩვენ ჩემპიონთა ლიგის დასაკუთრებაზე არ ვფიქრობთ. ჩვენ მატჩების მოგებასა და ყოველ მომდევნო შეხვედრაში სასურველი შედეგის დაფიქსირებას ვცდილობთ.

სიტი ისეთი სტაბილური არაა, როგორც გასულ ორ სეზონში იყო. ეს რეალობაა და აუცილებელია ფეხბურთელებს დავეხმაროთ, რათა ყველაფერი შეიცვალოს.

შემიძლია ბევრ საკითხზე ვიწუწუნო, მაგრამ ეს შედეგს არ მოიტანს. ჩვენ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და პროგრესისთვის მაქსიმუმი გავაკეთოთ“.

გუარდიოლას გუნდს 16 ტურის შემდეგ, 32 ქულა აქვს. „სიტი“ სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ „ლივერპულს“ 14 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება, „ქალაქელებს“ პირველი ადგილი გარანტირებული აქვთ და ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ზაგრების „დინამოს“ წინააღმდეგ სტუმრად გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები