17 წლიანი ინტერვალით - სუარესმა "მალიორკას" კლუივერტის მსგავსად გაუტანა
„ბარსელონამ“ „მალიორკას“ ლა ლიგის მე-16 ტურში 5:2 მოუგო და „კამპ ნოუზე“ მორიგი სპექტაკლი დადგა. ხუთივე გოლი ულამაზესი იყო, თუმცა განსაკუთრებული მაინც ლუის სუარესის ქუსლით შესრულებული დარტყმა გახლდათ, რომელმაც ფეხბურთის ქომაგებს პატრიკ კლუივერტი გაახსენა.
2002 წლის დეკემბერში „ბარსამ“ „მალიორკაში“ მოიგო, ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ფორვარდმა კი ჰეთ-თრიკი გაიფორმა. კლუივერტმა ერთ-ერთი გოლი ქუსლით გაიტანა.
¿Os suena este gol? ???? pic.twitter.com/hk9KQ2pcpE
— FC Barcelona (@FCBarcelona_es) December 7, 2019
17 წლიანი ინტერვალით გასული სუარესისა და კლუივერტის გოლები ერთმანეთს მართლაც ძალიან ჰგავს. ღმილისმომგვრელია, რომ ორივე მათგანი „მალიორკას“ კარში გავიდა.
ჰოლანდიელისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ლუის სუარესის გოლი გაცილებით შთამბეჭდავი იყო. ადვილი არ არის ადგე და ერთი დარტყმით მესის ჰეთ-თრიკი გადაფარო.