კვლავ ტრავმა - ბეილმა საკუთარი რეკორდი დაამხო - 23-ე ტრავმა
Aa
Aa

კვლავ ტრავმა - ბეილმა საკუთარი რეკორდი დაამხო - 23-ე ტრავმა "რეალში"

„ელ კლასიკოს“ მოახლოებასთან ერთად „რეალს“ პრობლემები ემატება. ესპანური AS-ის ცნობით, გარეთ ბეილმა მუხლქვეშა მყესის ტრავმა მიიღო და მინიმუმ 2 მატჩს გამოტოვებს.

უელსელი შემტევი „ესპანიოლთან“ და „ბრიუგესთან“ ნამდვილად ვერ ითამაშებს, ხოლო რა მოხდება ამის შემდეგ, ეს უკვე უშუალოდ ფეხბურთელზე და მის სხეულზე იქნება დამოკიდებული.

ბეილს ბევრი მსუბუქი ტრავმა მიუღია, რომელიც შემდეგში გართულებია და მოსალოდნელზე მეტი მატჩი გამოუტოვებია. ვნახოთ რა იქნება ამ შემთხვევაში.

საინტერესოა, რომ ბეილს „ტოტენჰემში“ ასპარეზობისას ჯამში 22 ტრავმა ჰქონდა მიღებული, ახლა კი მან 2013 წლიდან დღემდე „რეალის“ რიგებში 23-ე ტრავმა მიიღო და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.

გარეთმა მადრიდელთა რიგებში ტრავმის გამო, უკვე 90 მატჩი გამოტოვა...

შეგახსენებთ, რომ „რეალს“ ამ მომენტისთვის ტრავმების გამო ედენ აზარი და მარსელო აკლია. „ელ კლასიკოს“ ორივე მათგანი გამოტოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები