მესი:
Aa
Aa

მესი: "სირცხვილია მანემ მეოთხე ადგილი რომ დაიკავა"

ლიონელ მესი თვლის, რომ სადიო მანეს არ გაუმართლა და ოქროს ბურთის გამოკითხვაში სენეგალელი უფრო მაღალ პოზიციას იმსახურებდა, ვიდრე მეოთხე ადგილია.

"ლა პულგა" "ლივერპულის" ერთ-ერთი ლიდერის შესახებ Canal+ Sport Africa-ს ესაუბრა: "სირცხვილია მანემ მეოთხე ადგილი რომ დაიკავა. წლეულს ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი იყო და ერთი ფეხბურთელის გამორჩევა რთული ზუსტად ამიტომ გახლდათ. მანეს თამაში მომწონს და The Best-ის დაჯილდოებაზე ხმა მას მივეცი. მანეს "ლივერპულთან" ერთად წარმატებული წელიწადი ჰქონდა და ის სწორედ ამიტომ ავირჩიე".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, პსჟ-ს ფეხბურთელმა, იდრისა გეიემ განაცხადა, რომ მანე ოქროს ბურთის მოგებას ან საუკეთესო სამ ფეხბურთელს შორის მოხვედრას იმსახურებდა. გეიეს პოზიციას შეიხუ კუიატეც იზიარებს. ამ უკანასკნელის თქმით მანემ ოქროს ბურთი მხოლოდ იმიტომ ვერ მიიღო, რომ აფრიკელია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები