Aa Aa
4 დეკემბერი 2019  |  23:41

"ბარსელონამ" თავი დაიზღვია - ახალი კონტრაქტი ანსუ ფატის

„ბარსელონამ“ თადარიგი დაიჭირა, თავი დაიზღვია და ანსუ ფატის კონტრაქტი გაუხანგრძლივა.

კატალონიელებმა 17 წლის ტალანტთან შეთანხმებას მიაღწიეს და ხელშეკრულება 2022 წლამდე გაუფორმეს. პლუს ამას, კონტრაქტი კიდევ 2 წლით გაგრძელებას ითვალისწინებს.

ფატის გამოსყიდვა ამიერიდან 170 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი. როდესაც ანსუმანე კუბთან სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს და პირველი გუნდის წევრი ოფიციალურად გახდება, შემდეგ მისი გამოსასყიდი თანხა 400 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

ანსუ ფატი, რომელმაც არჩევანი ესპანეთის ნაკრებზე შეაჩერა, ბოლო დროს „ბარსას“ პირველ გუნდში თამაში იშვიათად უწევს. მას არც მეორე გუნდში უშვებენ და ის ძირითადად სკამზე ზის ხოლმე, რამაც მისი ფორმიდან ამოვარდნა განაპირობა.

ფატის ასაკიდან გამომდინარე, ახლა მისი თადარიგში ყოფნა და უთამაშებლობა კარგი ნამდვილად არ არის.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები