2009 წელი - რატომ თქვა ბენზემამ „მანჩესტერში“ გადასვლაზე უარი?
Aa
Aa

2009 წელი - რატომ თქვა ბენზემამ „მანჩესტერში“ გადასვლაზე უარი?

2009 წელს „მანჩესტერ იუნაიტედი“ კარიმ ბენზემას ტრანსფერის გაჩარხვასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო მომენტში საქმეში მადრიდის „რეალი“ ჩაერთო.

„წითელმა ეშმაკებმა“ „ლიონს“ უფრო დიდი თანხა შესთავაზეს, მაგრამ ფრანგ ფეხბურთელს კარიერის „ოლდ ტრაფორდზე“ გაგრძელების პერსპექტივა არ ხიბლავდა და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თამაშზე ოცნებობდა.

2009 წლის სატრანსფერო პერიპეტიები „ლიონის“ პრეზიდენტმა, ჟან-მიშელ ოლამ გაიხსენა და BeIN Sports-თან საუბრისას განაცხადა: „როცა კარიმმა „ლიონის“ დატოვება გადაწყვიტა, ჩვენ ორი შეთავაზება მივიღეთ. ბენზემა ნაბილ ფეკირის მსგავსად ჩემთან მოვიდა და მითხრა: „ჩემი ოცნება „რეალის“ რიგებში თამაშია". კარიმი „სამეფო კლუბში“ გაცილებით ნაკლები თანხის სანაცვლოდ სწორედ ამიტომ გავუშვით“.

შეგახსენებთ, რომ „რეალში“ გადასვლის შემდეგ, ბენზემამ ლა ლიგა ორჯერ, კოპა დელ რეი ორჯერ და ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო. ფრანგი ფეხბურთელი ესპანეთის სუპერ თასის ორგზის ტრიუმფატორიც გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები