Aa
Aa

კლოპი: „უკვე 500000-ჯერ მაინც ვთქვი, რომ მესიზე უკეთესი ფეხბურთელი ალბათ არასდროს მინახავს, მაგრამ"...

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების შედეგების შესახებ ისაუბრა. გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ლიონელ მესი საუკეთესოა, თუმცა დასძინა, რომ უპრიანი იქნებოდა პრესტიჟული ჯილდო ვირჯილ ვან დეიკს მოეგო.

„ვინ იქნება ოქროს ბურთის გამარჯვებული ჟურნალისტებზეა დამოკიდებული ხომ? მე ოდნავ განსხვავებული პოზიცია მაქვს, ისინი კი ყველაფერს სხვანაირად ხედავენ, თუმცა ეს დიდ პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს. უკვე 500000-ჯერ მაინც ვთქვი, რომ ლიონელ მესიზე უკეთესი ფეხბურთელი ალბათ არასდროს მინახავს. მე ფრანც ბეკენბაუერისა და დიეგო მარადონას ასპარეზობის ხილვის საშუალება მქონდა, მაგრამ ლიონელ მესის თამაში უფრო მეტჯერ მაქვს ნანახი.

არ ვიცი სხვები თანამედროვე ფეხბურთში როგორ იასპარეზებდნენ, ალბათ ისინიც გამორჩეულები იქნებოდნენ, მაგრამ ლიონელ მესი აქაა და მან ოქროს ბურთი უკვე 6-ჯერ მოიგო. მიუხედავად ამისა არ მახსენდება სეზონი, რომელშიც მცველმა ისე შთამბეჭდავად იასპარეზა, როგორც ეს გასულ სეზონში ვან დეიკმა გააკეთა. ამიტომ ვთვლი, რომ უპრიანი იქნებოდა ოქროს ბურთი ვირჯილს მოეგო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები