მესამე მალდინის დებიუტის მოლოდინში - დანიელ მალდინი
Aa
Aa

მესამე მალდინის დებიუტის მოლოდინში - დანიელ მალდინი "მილანის" განაცხადშია

სერია ა-ს მე-13 ტურში „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ სამატჩო განაცხადში პაოლო მალდინის შვილი დანიელი შეიყვანა.

„ნაპოლის“ წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში შესაძლოა „როსონერიში“ მალდინების დინასტია გაგრძელდეს. საამისოდ დანიელმა მატჩში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

დანიელ მალდინი „მილანის“ ახალგაზრდულ გუნდში ირიცხება. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 5 მატჩში 3 გოლია.

ჯეზარე მალდინის შვილიშვილსა და პაოლო მალდინის უმცროს ვაჟს „მილანთან“ კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. დანიელ მალდინი იტალიის 19-წლამდელთა ნაკრების წევრიცაა.

„როსონერი“ სერია ა-ში საკმაოდ ცუდ დღეშია და 12 ტურის შემდეგ, 13 ქულით მე-14 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები