ერნესტო ვალვერდეს
Aa
Aa

ერნესტო ვალვერდეს "საშინაო დავალება"

ცნობილმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ ერნესტო ვალვერდეს შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა. სტატიაში იმ პრობლემებზეა საუბარი, რომლებიც „ჭიანჭველამ“ უნდა გადაჭრას.

***

სანაკრებო ბატალიების გამო საკლუბო ფეხბურთი რამდენიმე დღით შეჩერებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კლუბებში პროგრესის მისაღწევად მუშაობა არ გრძელდება. სანაკრებო პაუზებისას მთავარი მწვრთნელები ცვლილებებს ახორციელებენ და იმ პრობლემებზე აქცენტირებენ, რომელთა აღმოფხვრაც სხვა დროს რთულია. გამონაკლისი არც „ბარსელონა“ გახლავთ. ვალვერდე თავისი სუპერვარსკვლავების დაბრუნებას ელოდება, თუმცა მანამდე იმ ფეხბურთელებთან აქვს სამუშაო, რომლებიც ნაკრებში არ გამოიძახეს.

დაცვაში არსებული პრობლემები

"ბარსელონას" დაცვაში უჭირს. ბოლო პერიოდში გუნდმა გოლების გაშვებას მოუხშირა და ვალვერდეს ამ კუთხით ბევრი სამუშაო აქვს. თუ სიტუაცია არ გაუმჯობესდა „ბლაუგრანას“ როგორც ევროპულ, ასევე შიდა ასპარეზზე პრობლემები შეექმნება.

შემცვლელები

ტრავმებისა და დისკვალიფიკაციის გამო ფეხბურთელებს, რომლებსაც ბევრი სათამაშო დრო არ ეძლეოდათ, წამყვანი როლის მორგება მოუწევთ. ფირპოსთან, უმტიტისთან და მუსა ვაგესთან დაკავშირებით ზუსტად ეს მდგომარეობაა. მათ ვალვერდე თითქმის არ ენდობა და უახლოეს მომავალში ესპანელი სპეციალისტი არც თუ ისე მარტივი არჩევნის წინაშე დადგება.

ტრავმები

ერნესტო ვალვერდე თავადაც ხვდება, რომ „ბარსელონას“ ფეხბურთელებს მიმდინარე სეზონში ტრავმები ხშირად აწუხებთ. ეს სერიოზული პრობლემაა და ვალვერდეს შესაძლოა მოთამაშეებთან მუშაობის სტილის შეცვლა მოუწიოს.

რაკიტიჩი და ალენა

ხორვატი ფეხბურთელი "დამწუხრებულია". რაკიტიჩმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მწვრთნელი, რომელიც ერთ დროს მასზე დიდ იმედებს ამყარებდა, ახლა აიგნორებს. რაკიტიჩი სანაკრებო პაუზისას ხორვატიის ნაკრებში თამაშს გეგმავდა, მაგრამ ტრავმის გამო ბარსელონაში დარჩა. ეს დღეები ვალვერდესთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მან ხორვატი ფეხბურთელის პრობლემები უნდა მოაგვაროს, რათა ამ ყველაფერს გასახდელში ვითარების გართულება არ მოჰყვეს. ალენასთან მიმართებითაც ყველაფერი ზუსტად ასეა. ესპანელს "ჭიანჭველა" პირველივე დღიდან აიგნორებს.

პიკე

ვალვერდემ პიკე ფეხბურთს და „ბარსელონას“ უნდა დაუბრუნოს, რაც იოლი ნამდვილად არაა. ესპანელი უკანახაზელი დევისის თასზეა კონცენტრირებული და რამდენიმე კვირაა ჩვეულ დონეზე ვერ ასპარეზობს. პიკეს დაბრუნება „ბლაუგრანას“ დაცვის ხაზში არსებული პრობლემების გადაჭრისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.

დემბელეს პრობლემა

ერიკ აბიდალს თუ დავუჯერებთ უსმან დემბელესთვის „ბარსელონას“ სპეციალური სამუშაო გეგმა აქვს. კატალონიელთა მიზანია ფრანგი „ბარსას“ სათამაშო სტილთან ადაპტირდეს. დემბელე საფრანგეთის ნაკრებში არ გამოიძახეს და ეს მისთვის კარგიცაა. იგი ვალვერდესგან „პირად გაკვეთილებს“ მიიღებს, მაგრამ საინტერესოა „ჭიანჭველა“ რუბიკონის გადალახვას მოახერხებს თუ არა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები