პრობლემა
Aa
Aa

პრობლემა "იუვეში" - რას აპირებს "ბებერი ქალბატონი"?

„მილანთან“ მატჩში ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ 55-ე წუთზე შეცვალეს. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მაურიციო სარის გადაწყვეტილებამ გააბრაზა და უკმაყოფილების დამალვა არც უცდია. 34 წლის შემტევმა მოედნის დატოვებისას რაღაც ჩაილაპარაკა და სათადარიგოთა სკამის ნაცვლად პირდაპირ გასახდელს მიაშურა. როგორც გაირკვა რონალდუ საფინალო სასტვენსაც არ დაელოდა და „ალიანც სტედიუმი“ ნაადრევად დატოვა.

კრიშტიანუს ქმედებები დღემდე იტალიური პრესის განხილვის საგანია.  "იუვენტუსში" კი სურთ ყველაფერი წარსულს უახლოეს მომავალში ჩაბარდეს. Gazzetta dello Sport კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე „ბიანკონერის“ მესვეურებს უნდათ სკანდალი თავიდან აირიდონ და პრობლემები უხმაუროდ გადაჭრან.

„ბებერი ქალბატონი“ რონალდუს დაჯარიმებას არ აპირებს. „ბიანკონერის“ ხელმძღვანელები მასთან არაფორმალური შეხვედრის გამართვას გეგმავენ, რომელსაც ტურინელთა მხრიდან პაველ ნედვედი და ფაბიო პარატიჩი დაესწრებიან. ხსენებული დუეტი შეეცდება კრიშტიანუ დაარწმუნოს, რომ ასეთი დამოკიდებულება გუნდს კარგს არაფერს მოუტანს. Gazzetta dello Sport-ის მიხედვით ნედვედი რონალდუს აგენტს, ჟორჟე მენდეშს უკვე დაუკავშირდა.

აქვე გეტყვით, რომ რონალდუს თანაგუნდელები კრიშტიანუსგან ბოდიშს ან ახსნა-განმარტებას ელიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები