Aa
Aa

გიუნდოგანი: "მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია"

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველს, ილკაი გიუნდოგანს მიაჩნია, რომ ლიონელ მესი მისი თაობის ვარსკვლავი და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. 29 წლის გერმანელი თვლის, რომ „ლა პულგა“ სხვებზე ერთი თავით მაღლა დგას და აცხადებს: „ლიონელ მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. ჩემი აზრით მას განსაკუთრებული უნარები აქვს. მესი ნიჭიერი მოთამაშეა და ამას მოედანზე ყოველთვის აჩვენებს. მას სწორი გადაწყვეტილებების მიღება ინსტიქტურად შეუძლია“.

„ლეო ოპონენტების წინააღმდეგ თავის სისწრაფეს იდეალურად იყენებს და დამაგვირგვინებელ ფაზაში შესანიშნავად გამოიყურება. მას ყველაფერი აქვს და დღესდღეობით არავინაა ისეთი, ვინც მის დონეზე იმყოფება“.

„მესი ჩემი თაობის ვარსკვლავი და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. იმედი მაქვს მისი თამაშის ხილვის საშუალება კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში გვექნება“.

შეგახსენებთ, რომ მესის ტრავმის გამო მიმდინარე სეზონის ნაწილი გაუცდა, თუმცა მაინც მშვენიერ ფორმაში იმყოფება. „ლა პულგამ“ „ბარსელონას“ მაისურით ჩატარებულ 11 შეხვედრაში უკვე 9 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები