გვარდიოლა:
Aa
Aa

გვარდიოლა: "დღეს „ლივერპული“ მსოფლიოში უძლიერესი გუნდია"

პეპ გვარდიოლა „ლივერპულთან“ მოახლოებული მატჩის წინ პრესას გაესაუბრა და კლოპის გუნდი მსოფლიოში საუკეთესოდ დაასახელა.

გვარდიოლა მათ მეტოქეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ისინი ვენგერისა და ფერგიუსონის მიღწევას ვერ გაიმეორებენ.

„გასულ სეზონში, როდესაც პრემიერლიგა მოვიგეთ მე ვთქვი, რომ „ლივერპული“ ყველაზე რთული მეტოქე იყო მთელი ჩემი კარიერის მანძილზე ვის წინააღმდეგაც ტიტულისთვის მიბრძოლია.

გასულ სეზონში მიღწეული წარმატება ჩემი გუნდებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იყო, რაც ჩემს კარიერაში მომხდარა.

ვფიქრობ, რომ დღეს „ლივერპული“ მსოფლიოში უძლიერესი გუნდია. ამ მომენტისთვის „ენფილდზე“ თამაში ევროპაში ყველაზე რთულია.

რაც შეეხება ჩემი და კლოპის კონკურენციას, ეს ვენგერისა და ფერგიუსონის მსგავსი არ იქნება. გამორიცხულია, რომ რომელიმე ჩვენგანმა გუნდში იმდენი სეზონი გაატაროს როგორც მათ.

ისინი ნამდვილი ლეგენდები არიან. მათ ერთ გუნდში 20 წელზე მეტი იმუშავეს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები