NBA - კემბას დაბრუნება და შეუდარებელი ლუ უილიამსი
Aa
Aa

NBA - კემბას დაბრუნება და შეუდარებელი ლუ უილიამსი

შარლოტი - ბოსტონი 87 – 108

„შარლოტ ჰორნეთსის“ ყოფილი კალათბურთელი, კემბა უოკერი „სპექტრამ ცენტრს“ გამარჯვებით დაუბრუნდა. მასპინძელთა ქომაგთა სამწუხაროდ მიმდინარე სეზონში 29 წლის გამთამაშებელი „ბოსტონ სელტიქსის“ ღირსებას იცავს...

„ჰორნეთსმა“ კემბას განსაკუთრებული დახვედრა მოუწყო და მას ვიდეოც მიუძღვნა. უოკერმა კი ადგილობრივ პუბლიკას მადლობა გადაუხადა. რაც შეეხება შეხვედრას, მატჩი ბოსტონელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

„კელტებმა“ დაცვაში ფენომენალურად იასპარეზეს და მეტოქეს მხოლოდ 87 ქულა ჩააგდებინეს. „სელტიქსის“ რიგებში 23 ქულით საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი გახლდათ. გორდონ ჰეივარდმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 20 ქულა, 10 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა. კემბა უოკერმა კი შეხვედრა 14 ქულით დაასრულა.

„ჰორნეთსის“ მხრიდან 10 ქულიანი ნიშნული მხოლოდ ორმა კალათბურთელმა გადალახა. მაილს ბრიჯისმა აქტივში 18 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა. დევონტე გრეჰემი კი 15 ქულას დასჯერდა.

კლიპერსი - პორტლენდი - 107 – 101

გამთენიისას გამართული მატჩებიდან ყველაზე დიდ ინტერესს დასავლეთ კონფერენციის ორი ტიტანის, „კლიპერსისა“ და „პორტლენდის“ ჯახი იწვევდა. „ტრეილ ბლეიზერსმა“ სეზონი ცუდად დაიწყო და წარმატებას ვერც ლოს-ანჯელესელებთან მიაღწია.

შეხვედრის პირველი ტაიმი „კლიპერსის“ 7 ქულიანი უპირატესობით დასრულდა, თუმცა მესამე მეოთხედი „პორტლენდმა“ 13 ქულით მოიგო და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 6 ქულით დაწინაურდა. ბოლო თორმეტწუთეულში მასპინძლებმა ინიციატივა ხელთ იგდეს და ლუ უილიამსის ბრწყინვალე თამაშის წყალობით გაიმარჯვეს კიდეც. „სვით ლუმ“ მატჩის დასრულებამდე 32 წამით ადრე უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო და თავისი გუნდი 4 ქულით დააწინაურა.

როგორც მოსალოდნელი იყო „კლიპერსს“ 27 ქულითა და 13 მოხსნით კავაი ლეონარდმა ულიდერა. ლუ უილიამსმა აქტივში 26 ქულა ჩაიწერა. მონტრეზლ ჰერელი და ივიცა ზუბაჩი კი 15-15 ქულას დასჯერდნენ.

„პორტლენდის“ მხრიდან 22-22 ქულით დემიენ ლილარდი და სი ჯეი მაკკოლუმი გამოირჩნენ. ჰასან უაითსაიდმა 17 ქულასთან ერთად 19 მოხსნა გაიფორმა. ანფერნი სიმონსმა კი გუნდს 17 ქულა შესძინა.

სან ანტონიო - ოკლაჰომა 121 – 112

ფინიქსი - მაიამი 108 - 124

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები