ბითაძე
Aa
Aa

ბითაძე "დეტროიტთან" არ იქნება - მიზეზი ტვინის შერყევაა

„ინდიანა პეისერსის“ ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე „დეტროიტ პისტონსთან“ გასამართ მატჩში თავის გუნდს ვერ დაეხმარება. 20 წლის ცენტრმა „ვაშინგტონ უიზარდსთან“ დაზიანება მიიღო. ერთ-ერთ ეპიზოდში გოგას დავის ბერტანსის იდაყვი მოხვდა.

„ინდიანას“ ექიმებმა ბითაძეს ტვინის მცირე შერყევა დაუდგინეს, რის გამოც იგი „დეტროიტთან“ ვერ ითამაშებს. გოგას ტვინის შერყევის პროტოკოლის გავლაც მოუწევს და არის შანსი ქართველმა კალათბურთელმა რამდენიმე შეხვედრა გამოტოვოს.

20 წლის ცენტრი ბოლო პერიოდში მშვენივრად გამოიყურება და NBA-ს ნელ-ნელა ეგუება. გასულ 4 მატჩში ბითაძე საშუალოდ 9.5 ქულას, 7 მოხსნას, 3 დაფარებას და 2 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

აქვე გეტყვით, რომ „ინდიანასა“ და „დეტროიტის“ დაპირისპირება 9 ნოემბერს, თბილისის დროით 04:00-ზე დაიწყება. „პეისერსი“ მიმდინარე სეზონში „პისტონსს“ მესამედ ხვდება და ჯერჯერობით „მოტორ სითის“ წარმომადგენლები არცერთხელ დაუმარცხებია. ასე რომ მაკმილანის გუნდი ნავსის გატეხვას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები