ვენგერი:
Aa
Aa

ვენგერი: "აზარს პრობლემები ზედმეტი კილოგრამების გამო აქვს"

ლონდონის „არსენალის“ ყოფილ მთავარ მწვრთნელს, არსენ ვენგერს მიაჩნია, რომ ედენ აზარს წონაში აქვს მომატებული და „რეალში“ თავის გამოჩენა სწორედ ამიტომ უჭირს.

„სამეფო კლუბმა“ ბელგიელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა ედენი „ბლანკოსის“ მიერ გაცემულ ავანსებს ჯერჯერობით ვერ ამართლებს. ვენგერს კი მიაჩნია, რომ ეს ზედმეტი კილოგრამების ბრალია.

„ჩემი აზრით ყველაფერი ფიზიკურ კონდიციებს უკავშირდება, რადგან აზარმა წონაში მოიმატა. თუ გინდა, რომ შენმა ცხენმა დოღი წააგოს, შეგიძლია ის ორი კილოგრამით დაამძიმო და ეს სავსებით საკმარისი იქნება“.

„ისეთი აზარი, რომელიც პრემიერ ლიგაში ბრწყინავდა, ჯერ არ გვინახავს. ტრავმის შემდეგ ედენი სასურველ ფორმაში ვერ ჩადგა და წონაში მოიმატა. ამასთან ერთად ვფიქრობ, რომ აზარი  სანტიაგო ბერნაბეუზე ისეთი თავდაჯერებულიც აღარაა, როგორიც ჩელსიში იყო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები