20 ქულიანი დაბრუნება ლეიკემიასთან ორწლიანი ბრძოლის შემდეგ
Aa
Aa

20 ქულიანი დაბრუნება ლეიკემიასთან ორწლიანი ბრძოლის შემდეგ

ენდრიუ ჯონსი 21 წლის კალათბურთელია, რომელიც NCAA-ში მოასპარეზე „ტეხას ლონგჰორნის“ ღირსებას იცავს. 2017 წელს ჯონსი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა. ამავე წლის 5 დეკემბერს მან კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და „ვისიიუ რემსის“ წინააღმდეგ 19 ქულა გაიფორმა. იგი გუნდის უდავო ლიდერი გახლდათ და საშუალოდ 15.3 ქულას აგროვებდა. თუმცა ჯერ მაჯის ტრავმის გამო 4 თამაში გამოტოვა, შემდეგ კი ლეიკემია დაუდგინეს...

შარშან ჯონსი მკურნალობის კურსებს გადიოდა, თუმცა ორ შეხვედრაში მაინც მიიღო მონაწილეობა. მართალია მას პარკეტზე დიდი დრო არ გაუტარებია, მაგრამ ის ფაქტი, რომ კალათბურთის სათამაშოდ დრო და ძალები გამონახა ძალიან ბევრს ნიშნავს.

ჯონსი საყვარელ საქმიანობაზე უარის თქმას არ აპირებს, რაც „ჩრდილოეთ კოლორადოსთან“ გამართულ შეხვედრაში კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ლეიკემიასთან ორწლიანი ბრძოლის შემდეგ ენდრიუ „ტეხას ლონგჰორნს“ დაუბრუნდა და თან როგორ! მან კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა და 29 წუთში 20 ქულა გაიფორმა!

შეხვედრის  შემდეგ „ლონგჰორნის“ მთავარი მწვრთნელი, შაკა სმარტი ჯონსის თაობაზე ჟურნალისტებს გაესაუბრა: „როცა ცხოვრებაში ურთულესი პერიოდი გაქვს, უმნიშვნელოვანესია განსაცდელს როგორ უპასუხებ. ენდრიუ შესანიშნავი ადამიანია, რომელიც არ დანებდა და ბოლომდე იბრძვის. დღეს ის ჩვენს გუნდში საუკეთესო იყო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები