„დეკემბერში გალიარდო „ბარსელონას“ მწვრთნელი გახდება
Aa
Aa

„დეკემბერში გალიარდო „ბარსელონას“ მწვრთნელი გახდება", - ვალვერდეს უშვებენ?

55 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა კლაუდიო ბორხიმ CDF TV-სთან საუბრისას საკმაოდ მოულოდნელი განცხადება გააკეთა. მისი თქმით დეკემბერში ვალვერდეს პოსტს „ბარსელონაში“ მარსელო გალიარდო დაიკავებს.

„დეკემბერში გალიარდო „ბარსელონას“ მწვრთნელი გახდება. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია.

დონოფრიო (რივერის პრეზიდენტი) ამბობს, რომ მარსელო გუნდს მხოლოდ მაშინ დატოვებს, როცა თავად პრეზიდენტი აღარ იქნება, მაგრამ მე გეუბნებით რომ ეს ინფორმაცია ძალიან პირდაპირი წყაროდან მაქვს“.

43 წლის არგენტინელი მწვრთნელი 2014 წლიდან „რივერ პლეიტს“ წვრთნის. ამ დროში მან 2015 და 2018 წლებში კოპა ლიბერტადორესის მოგება შეძლო.

გასული წლის ფინალში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მისმა „რივერმა“ ბოკა ხუნიორსს“ ისტორიული მატჩი მოუგო.

გალიარდომ არგენტინაში ყველაფრის მოგება შეძლო რაც კი შეიძლებოდა. ადგილობრივი პრესა მას არგენტინის ნაკრების თავკაცობას უწინასწარმეტყველებდა, თუმცა მან ამჟამინდელ ფედერაციასთან თანამშრომლობა კატეგორიულად გამორიცხა.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ესპანურმა Sport-მა ამ თემასთან დაკავშირებით ყველანაირი ინფორმაცია უარყო. წყაროს თანახმად „ბარსას“ გალიარდოსთან კონტაქტი არ ჰქონია და მისი გუნდში დანიშვნა არც მესის მოუთხოვია.

ნებისმიერ შემთხვევაში ინფორმაცია გავრცელდა და ჭორებს სათავე დაედო. მორიგი უფერული მატჩის შემდეგ, ერნესტო ვალვერდეს ზამთარში შესაძლო დათხოვნა კიდევ უფრო რეალური გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები