Aa
Aa

Daily Mail - "რეალი" სანჩოს შეძენას გეგმავს

მადრიდის „რეალმა“ ჯეიდონ სანჩოს მიმართ ინტერესი განაახლა. ამ ინფორმაციას ცნობილი ბრიტანული გამოცემა, Daily Mail ავრცელებს. „სამეფო კლუბს“ ახალგაზრდა ინგლისელის გადაბირება ჯერ კიდევ 2017 წელს სურდა, თუმცა მაშინ „ბლანკოსმა“ მიზანს ვერ მიაღწია.

„სიგნალ იდუნა პარკზე“ კარგად იციან, რომ სანჩოს შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ და უკვე მისი შემცვლელის პოვნაზე ფიქრობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ „დორტმუნდი“ 19 წლის პერსპექტიულ შემტევს იოლად შეელევა. გერმანული პრესის მიხედვით „შავ-ყვითლები“ სანჩოს სანაცვლოდ მინიმუმ 100 მილიონ ფუნტს მოითხოვენ.

Daily Mail-ის ცნობით „რეალი“ სანჩოს გადაბირებას 2020 წლის ზაფხულში შეეცდება. „ლოს ბლანკოსს“ ურთულესი კონკურენციის დაძლევა მოუწევს. სანჩოს საკუთარ რიგებში ხილვა „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ სურთ.

აღსანიშნავია, რომ სანჩოს გადაბირების შანსი „სიტისაც“ აქვს. კონტრაქტის მიხედვით თუ „დორტმუნდი“ რომელიმე კლუბისგან მიღებულ წინადადებას დათანხმდება, ვალდებულია ამის შესახებ „ქალაქელებს“ შეატყობინოს. თავის მხრივ „სიტის“ შეუძლია გერმანულ გრანდს კონტრშეთავაზება გაუკეთოს და თუ მისი დაყოლიება მოახერხა, სანჩოს ტრანსფერსაც გაჩარხავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები