Sky Sports -
Aa
Aa

Sky Sports - "რეალი" სტერლინგის გადაბირებას გეგმავს და მზადაა ბეილს შეელიოს

ცნობილი ბრიტანული გამოცემა, Sky Sports იუწყება, რომ მადრიდის „რეალი“ „მანჩესტერ სიტის“ მეგა-წინადადებას უმზადებს და მზადაა რაჰიმ სტერლინგის სანაცვლოდ 70 მილიონი ფუნტი და გარეტ ბეილი დათმოს.

Sky Sports „სამეფო კლუბთან“ დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით გვატყობინებს, რომ „ბლანკოსის“ ხელმძღვანელები დეკემბერში ინგლისის ნაკრების შეხვედრებს დაესწრებიან, სტერლინგს დააკვირდებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ამის შემდეგ მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ „ქალაქელთა“ ერთ-ერთი ლიდერის აგენტები მადრიდელთა მესვეურებს ზაფხულში შეხვდნენ, თუმცა მაშინ „სანტიაგო ბერნაბეუს“ ბინადრებმა რაჰიმის დაყოლიება ვერ მოახერხეს.

„რეალის“ მესვეურებს მშვენივრად მოეხსენებათ, რომ არის შანსი სტერლინგის გამოსასყიდი თანხა გაიზარდოს და ამიტომ შესაძლოა მისი შეძენა უახლოეს მომავალში დააპირონ, თუმცა დაზუსტებით არაფრის თქმა შეიძლება. თანაც „ბლანკოსს“ მთელი რიგი დაბრკოლებების გადალახვა მოუწევს.

საგულისხმოა, რომ Sky Sports-ის მიხედვით „სიტის“ მთავარი მწვრთნელი, პეპ გუარდიოლა 30 წლის უელსელი ფეხბურთელით არ ინტერესდება და მისი გადაბირების პერსპექტივა დიდად არ ხიბლავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები