შენგელია ევროლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშეა!
Aa
Aa

შენგელია ევროლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშეა!

ევროლიგის მიმდინარე სეზონში თორნიკე შენგელია მეორედ დასახელდა ტურის საუკეთესო კალათბურთელად (MVP). მე-6 ტურში შენგელიას ''ბასკონიამ'' გერმანული ''ბაიერნი'' 93:60 დაამარცხა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც შენგელიას წვლილი საკმაოდ დიდია.

ქართველი მოთამაშე ესპანური კლუბის სასტარტო ხუთეულში მოხვდა, მის ანგარიშზე 19 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. ქართველმა ლეგიონერმა პარკეტზე 25 წუთი და 51 წამი გაატარა.

სატურნირო ცხრილში ბასკური კლუბი 3 მოგებითა და 3 წაგებით  მე-7 ადგილზე იმყოფება, ''ბასკონია'' შემდეგ მატჩს 7 ნოემბერს სტუმრად იტალიურ ''მილანთან'' ჩაატარებს.

ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 28 შეადგინა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები