Aa Aa
2 ნოემბერი 2019  |  10:24

ისტორიული მატჩი - ლებრონისა და დონჩიჩის სამმაგი დუბლები, ოვერტაიმი და "ლეიკერსის" გამარჯვება!

NBA-ს რეგულარულ სეზონში მორიგი შეხვედრები გაიმრთა. „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ „დალას მავერიკსს“ სტუმრად 119:110 სძლია.

შეხვედრა დიდებული სანახავი იყო და საბოლოოდ ყველაფერი ოვერტაიმმა გადაწყვიტა.

შეხვედრა ისტორიული გამოდგა. NBA-ში რამდენიმე სარეკორდო მაჩვენებელი დაფიქსირდა.

„ლეიკერსმა“ მიჯრით მე-4 შეხვედრა მოიგო, რაშიც მთავარი როლი ლებრონ ჯეიმსმა ითამაშა. „მეფემ“ სამმაგი დუბლი გაიფორმა - 39 ქულა, 12 მოხსნა და 16 გადაცემა!

ამ მაჩვენებლით ჯეიმსმა „ლეიკერსის“ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. 30 წლის შემდეგ, პირველად მოხდა როცა „ელეის“ მოთამაშემ მინიმუმ 30 ქულა, 15 პასი და 10 მოხსნა მიითვალა. მსგავსი რამ ბოლოს 1990 წელს ლეგენდარულ მეჯიქ ჯონსონს აქვს გაკეთებული.

ოსკარ რობერტსონსა და რასელ უესტბრუკს შეუერთდა ლებრონ ჯეიმსიც, რომლის სამმაგი დუბლი კარიერაში 30-ე გამოდგა.

„მეფის“ მსგავსად პარკეტზე ბრწყინვადა ლუკა დონჩიჩიც. „დალასის“ ლიდერმა ასევე სამმაგი დუბლი მიითვალა - 31 ქულა, 13 მოხსნა და 15 გადაცემა.

ლებრონმა და დონჩიჩმა NBA-ს ისტორია დაწერეს. პირველად მოხდა, რომ პარკეტზე მეტოქე გუნდის კალათბურთელებმა სამმაგი დუბლი 30-10-15 მაჩვენებელზე მეტი დააფიქსირეს. სლოვენიელი კალათბურთელისთვის ეს მატჩი ორმაგად ისტორიული გამოდგა, რადგან ლუკა ისტორიაში გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც 21 წლის ასაკში მე-10 სამმაგი დუბლი გაიფორმა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!