Aa
Aa

ვერატიმ პსჟ-სთან გაახანგრძლივა

ფრანგულმა „პარი სენ ჟერმენმა“ მარკო ვერატისთან კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. ინფორმაცია პარიზელთა ვებგვერდმა გაავრცელა და აღინიშნა, რომ ვერატის ახალი ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.

გავლენიანი იტალიელი ჟურნალისტის, ალფრედო პედულას ცნობით, 26 წლის ფორვარდი პსჟ-სგან წლიურ ხელფასად 17 მილიონ ევროს მიიღებს, რაც მის ძველ ანაზღაურებაზე 5 მილიონი ევროთი მეტია.

კულუარებში იმასაც წერენ, რომ თუკი სეზონის ბოლოს ტიაგო სილვა „პარკ დე პრენსს“ დატოვებს, პსჟ-ს ახალი კაპიტანი სწორედ ვერატი გახდება. კლუბში იტალიელს სტატუსის ამაღლებასა და კიდევ უფრო მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბებას დაჰპირდნენ.

მარკო ვერატი „პარი სენ ჟერმენის“ რიგებში 2012 წლიდან თამაშობს და მისი მაისურით 300-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები