Aa
Aa

ანდრეესკუს ტრავმა და სვიტოლინას დამაჯერებელი გამარჯვება

ქალთა წლის შემაჯამებელ ტურნირზე დამაჯერებელ თამაშს აგრძელებს ელინა სვიტოლინა. გათამაშების მოქმედმა ჩემპიონმა რუმინელ სიმონა ჰალეპს 2 სეტში მოუგო.

სვიტოლინამ დაძაბული პირველი სეტის ბოლოს ბრეიკი შეასრულა და ანგარიშში დაწინაურდა. ჰალეპმა მეორე სეტი კარგად დაიწყო, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ინიციატივამ ისევ უკრაინელის მხარეს გადაინაცვლა, რამაც შეხვედრის ორ სეტში დასრულება განაპირობა - 7:5; 6:3.

დღის მეორე მატჩში ერთმანეთის წინააღმდეგ კაროლინა პლიშკოვა და ბიანკა ანდრეესკუ თამაშობდნენ. ჩეხმა პირველი სეტი 6:3 მოიგო, რის შემდეგაც ანდრეესკუმ თამაშის გაგრძელება იუარა და გამარჯვება პლიშკოვას დარჩა.

შედეგად, ორი ტურის შემდეგ ჯგუფის ლიდერი სვიტოლინაა, რომელიც ჯერაც სეტის წაუგებლადაა. მეორე-მესამე ადგილზე, თითო მოგებით, პლიშკოვა და ჰალეპი არიან, ანდრეესკუ კი უქულოდ ბოლო პოზიციაზეა.

სვიტოლინა უკვე შემდეგ ეტაპზე და ბოლო ტურში ასევე უმოტივაციო ანდრეესკუს შეხვდება, სიმონა ჰალეპი და კაროლინა პლიშკოვა კი შემდეგ ეტაპზე გამსვლელს ერთმანეთთან დაპირისპირებისას გამოავლენენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები