Aa
Aa

პიკე ნეიმარის არშემდგარ ტრანსფერზე: "მზად ვიყავით ხელფასები დაგვეკლო"

„ბარსელონას“ უკანახაზელი, ხერარდ პიკე Cadena Ser-სთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში ნეიმარის სატრანსფერო საგას შეეხო. როგორც მოგეხსენებათ ზაფხულში ბრაზილიელ ფეხბურთელს „კამპ ნოუზე“ დაბრუნება სურდა, მაგრამ კლუბებს შორის შეთანხმება არ შედგა და „ნეი“ „პარკ დე-პრენსზე“ დარჩა.

პიკეს თქმით მან და მისმა თანაგუნდელებმა „ბლაუგრანას“ დასახმარებლად მაქსიმუმი გააკეთეს და ნეიმარის ტრანსფერის გასაჩარხად მზად იყვნენ ხელფასებიც დაეკლოთ.

ზაფხულში თანახმა ვიყავით ჩვენს კონტრაქტებში ცვლილებები შეგვეტანა, რადგან ვიცოდით, რომ ფინანსურ ფეარ პლეისთან დაკავშირებით პრობლემები არსებობდა... კლუბის პრეზიდენტს ვუთხარით, რომ ის თანხა, რასაც ერთ წელში გამოვიმუშავებთ, შეგვეძლო ორ, სამ ან ოთხ წელში გამოგვემუშავებინა“.

„ჩვენ ბარსელონას პოლიტიკას ვემხრობით და თუ კლუბს დახმარება შეგვიძლია, ამ შემთხვევაში საუბარი ფინანსურ ფეარ პლეისთან დაკავშირებულ პრობლემებზე მაქვს, უკან ნამდვილად არ დავიხევთ“.

„მაშინ ხელფასების დაკლებაზე მნიშვნელოვანი იმ ფორმულის პოვნა იყო, რომელიც სურვილის ქონის შემთხვევაში კლუბს ნეიმარის დაბრუნებაში დაეხმარებოდა. ზაფხულში ბარსელონაში ფიქრობდნენ და ბრაზილიელის ტრანსფერის გაჩარხვა კარგი იდეა იყო, მაგრამ შემდეგ სხვა პრობლემებმაც იჩინა თავი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები