Aa
Aa

"2 ათას ფუნტს ამ განავალში ვიხდით?! წადი შენი...“, - ობამეიანგს ფანებმა ქუჩაში აგინეს

„არენალის“ ქომაგები, რომ კლუბის თამაშით უკმაყოფილოები არიან ეს ახალი ამბავი არ არის, პირიქით - ეს ჩვეულებრივი რამაა.

პრემიერლიგის ბოლო ტურში უნაი ემერის გუნდმა შინ „კრისტალ პალასთან“ 2 ბურთიანი ფორა გაანიავა და მატჩი ფრედ 2:2 დაასრულა.

მორიგი იმედგაცრუების შემდეგ, „მეთოფეთა“ ფანებს ხელში პიერ-ემერიკ ობამეიანგი შერჩათ, რომელიც თავისი „ლამბორჯინით“ სახლში მიდიოდა, თუმცა საცობში მოყვა და „არსენალის“ ქომაგების „მსხვერპლი“ გახდა.

„სეზონურ აბონემენტში 2 ათას ფუნტს იმისთვის ვიხდით, რომ ამ განავალს ვუყუროთ?! წადი შენი...“, - უყვიროდნენ ობამეინაგს მანქანასთან მისული გულშემატკივრები.

შეგახსენებთ, რომ „კრისტალ პალასთან“ შეხვედრისას ქომაგებს უთანხმოება კაპიტან გრანიტ ჯაკასთანაც მოუვიდათ. ცვლილებაზე გასვლისას შვეიცარიელმა ქომაგების სტვენას გინებით უპასუხა.

მოკლედ, „არსენალში“ სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია და გუნდი არასასურველ ფორმაშიც იმყოფება. ემერის ბიჭებმა ბოლო 2 ტურში მხოლოდ 1 ქულა აიღო და სატურნირო ცხრლში 10 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები