AS – „რეალი“ ზამთარში ტრანსფერებს არ განახორციელებს
Aa
Aa

AS – „რეალი“ ზამთარში ტრანსფერებს არ განახორციელებს

გავლენიანი ესპანური გამოცემა, AS იტყობინება, რომ მადრიდის „რეალი“ ზამთარში ტრანსფერებს არ განახორციელებს. ეს გადაწყვეტილება „სამეფო კლუბის“ პირველმა პირმა, ფლორენტინო პერესმა მიიღო, რომელსაც იანვარში ფულის გაფლანგვა არ სურს.

„ბლანკოსის“ პრეზიდენტი „რეალის“ წარმომადგენლებს ენდობა, რომლებიც თვლიან, რომ გუნდი ყველა პოზიციაზე დაკომპლექტებულია.

მადრიდელები ზამთარში ახალ კადრებს მხოლოდ ორ შემთხვევაში დაიმატებენ. პირველი - თუ ვინმემ მძიმე ტრავმა მიიღო და მეორე - თუ მოულოდნელი და ხელსაყრელი ვარიანტი გამოჩნდა. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მიიჩნევენ, რომ სცენარის ასეთი განვითარების ალბათობა ძალიან დაბალია.

AS-ის მიხედვით ფლორენტინო პერესს სურს ზაფხულში განხორციელებული 303 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიცია ზიდანმა მაქსიმალურად გამოიყენოს. ამასთან ერთად „რეალის“ პირველი პირის მიზანია ფრანგი სპეციალისტი ვინისიუსს, იოვიჩს, მენდის, როდრიგოს და ხამესსა და სხვებს პოტენციალის გამოვლენაში დაეხმაროს.

AS-ის ცნობით ზამთარში „რეალი“ არავის გასხვისებას აპირებს. ისკოს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კითხვა თუ გაგიჩნდებათ, გეტყვით, რომ ამ უკანასკნელს ჩემპიონთა ლიგაზე უკვე ნათამაშები აქვს და ნაკლებად სავარაუდოა ევროპის რომელიმე წამყვანმა გუნდმა, ის შიდა ჩემპიონატისთვის შეიძინოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები