Aa
Aa

ტიმმა ვენის ტურნირი მოიგო და სეზონში ყველაზე ტიტულოვანია!

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გამართული 500-იანი საჩოგბურთო ტურნირი დომინიკ ტიმის ტრიუმფით დასრულდა.

ლოკალურმა ფავორიტმა, რომელიც ტურნირზე პირველ ნომრად იყო განთესილი, ფინალამდე რთულად გააღწია და იოლი მატჩი არც სატიტულო შეხვედრაში ჰქონია.

ტიმი არგენტინელ დიეგო შვარცმანს დაუპირისპირდა და პირველი სეტის წაგების მიუხედავად, 3:6; 6:4; 6:3 დაამარცხა.

26 წლის ავსტრიელმა მიმდინარე სეზონში მე-5 ტურნირი მოიგო, რაც ATP-ს მასშტაბით საუკეთესო მაჩვენებელია. მის შემდეგ 4-4 ტიტულით ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი და დანილ მედვედევი მოჰყვებიან.

ვენაში ავსტრიელმა ჩოგბურთელმა ტიტული 2010 წლის შემდეგ პირველად მოიგო. მაშინ ავტრიულ ფინალში იურგენ მელცერმა ანდრეას ჰაიდერ-მაურერი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები