Aa
Aa

ბაზელი მეათედ! - ფედერერმა კარიერაში 103-ე ტიტული მოიგო, კონორსამდე 6 რჩება...

როჯერ ფედერერმა პროფესიონალურ კარიერაში 103-ე ტიტული მოიგო და ჯიმი კონორსის ყველა დროის რეკორდს კიდევ უფრო მიუახლოვდა.

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა მშობლიურ ბაზელში ჩემპიონობა მეათედ იზეიმა და ისტორიაში პირველი ჩოგბურთელია, რომელმაც ორ სხვადასხვა საფარზე ერთი კონკრეტულის ტურნირის 10-ჯერ მოგება შეძლო. ბაზელის გარდა, როჯერმა ჰალეს ბალახისსაფაროვან ტურნირზეც 10-ჯერ იმარჯვა.

ფედერერმა გუშინ გამართულ ფინალურ შეხვედრაში ავსტრალიელ ალექს დე მინაურს საათსა და 9 წუთში - 6:2; 6:2 აჯობა.

აღსანიშნავია, რომ „მხიარულმა როჯერმა“ ბაზელში ზედიზედ 25-ე თამაში მოიგო, იგი ტურნირის ბოლო 5 წლის უცვლელი ჩემპიონია.

ფედერერმა მიმდინარე სეზონში მე-4 ტიტული მოიპოვა, ჯამში კარიერულად კი, როგორც ვთქვით, 103-ე გათამაშების ჩემპიონი გახდა. ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან ჯიმი კონონრსს 109 ტურნირი აქვს მოგებული.

რაც შეეხება დე მინაურს, მან ფინალში თამაშისთვის 300 სარეიტინგო ქულა და 216 025 ევრო მიიღო. 20 წლის ავსტრალიელი დღეიდან მსოფლიო რეიტინგის TOP 20-ში შევიდა, რაც მის კარიერაში პირველად მოხდა. დე მინაური 5-9 ნოემბერს მილანში გასამართ ახალგაზრდულ წლის შემაჯამებელ ტურნირზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები