Aa
Aa

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნანატრი გამარჯვება და ისტორიული გოლი პრემიერლიგაში! (ვიდეო)

პრემიერლიგის მე-10 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ნანატრი გამარჯვება მოიპოვა და თან ეს სტუმრად გააკეთა.

ოლე გუნარ სულშერის გუნდმა „ნორვიჩს“ 3:1 სძლია. შეხვედრა საკმაოდ სახალისო გამოდგა. 4 გოლთან ერთად 2 პენალტი დაინიშნა და ორთავე გამოუყენებელი დარჩა.

მარკუს რაშფორდმა და ენტონი მარსიალმა თერთმეტმეტრიანის ნუშნულიდან ვერ გაიტანეს, თუმცა მეტოქის კარის აღება ამის შემდეგ მაინც მოახერხეს.

ანგარიში კი მაკტომინეის გოლით 21-ე წუთზე გაიხსნა, რომელიც „მანკუნიანლეთათვის“ ისტორიული გამოდგა. „იუნაიტედი“ პრემიერლიგაში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც 2000 გოლის გატანა შეძლო.

„ნორვიჩმა“ მხოლოდ ერნანდესის გოლით უპასუხა.

ამ გამარჯვების შემდეგ „წითელი ეშმაკები“ სატურნირო ცხრილში 13 ქულით მე-7 პოზიციას იკავებენ და ჩემპიონთა ლიგის ზონას 7 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები