Aa
Aa

2013 წლის შემდეგ პირველად! - პეპემ სუარესის შედეგი გაიმეორა

2013 წლის თებერვლის შემდეგ ნიკოლა პეპე პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროპა ლიგის ერთ მატჩში ორი გოლი პირდაპირ ჯარიმიდან გაიტანა. ბოლოს ასეთი რამ ლუის სუარესმა გააკეთა, რომელმაც „ლივერპულის“ მაისურით რუსული „ზენიტის“ კარი აიღო.

პეპე „გიმარაეშის“ წინააღმდეგ მატჩისას მოედანზე 75-ე წუთზე შევიდა, 80-ე და 93-ე წუთებზე კი ერთმანეთზე ლამაზი საჯარიმო დარტყმები აქცია გოლად. შედეგად, ანგარიშში ორჯერ ჩამორჩენილმა „მეთოფეებმა“ პორტუგალიური კლუბი 3:2 დაამარცხეს და ფლეი-ოფისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგეს.

უნაი ემერის გუნდმა 9 ქულა მოაგროვა და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს, მეორე ადგილზე 6-ქულიანი „აინტრახტია“, რომელსაც 3-ქულიანი „სტანდარტი“ მოჰყვება, „გიმარაეში“ კი ჯერაც უქულოდაა.

ნიკოლა პეპე „არსენალის“ რიგებში ამ ზაფხულს ფრანგული „ლილიდან“ 72 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. კოტ დ’ივუარელ შემტევს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 12 მატჩში 3 გოლი და 2 ასისტი აქვს აქტივში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები