Aa
Aa

ვან დერ ვაარტი: "თუ მაგუაიერის სანაცვლოდ 92 მილიონი ევრო გადაიხადეს, მაშინ ვან დეიკი 300 მილიონი ღირს“

„რეალისა“ და „ტოტენჰემის“ ექს-ფეხბურთელი, რაფაელ ვან დერ ვაარტი ჰარი მაგუაიერს აკრიტიკებს. ჰოლანდიელი ნახევარმცველი დარწმუნებულია, რომ მაგუაიერი 92 მილიონი ევრო არ ღირს და თვლის, რომ „მანჩესტერის“ მცველის მსგავს ფეხბურთელებს სამოყვარულო ლიგებშიც იპოვის.

ვან დერ ვაარტი ყველაზე ძვირადღირებული უკანახაზელის შესახებ Ziggo Sport-ს ესაუბრა და განაცხადა: „კვირაობით, როცა სამოყვარულო გუნდებს შორის გამართულ მატჩებს ვუყურებ, მაგუაიერის დონეზე მოასპარეზე სამ ფეხბურთელს მაინც ვხედავ. არ ვხუმრობ, სერიოზულად გეუბნებით“.

„შესაძლოა სულელურად ჟღერდეს, მაგრამ ასეა. თუ მაგუაიერის სანაცვლოდ 92 მილიონი ევრო გადაიხადეს, მაშინ ვან დეიკი 300 მილიონი ღირს“.

ვან დერ ვაარტმა აგვისტოში ინგლისსა და ჰოლანდიას შორის გამართული მატჩიც გაიხსენა და აღნიშნა: „მახსოვს ერთა ლიგის ეგიდით გამართული შეხვედრისას ერთ-ერთი ჰოლანდიურ ტელეარხისთვის ვმუშაობდი და მაშინ დარწმუნებულები ვიყავით, რომ მაგუაიერი მოედანზე ყველაზე ცუდი ფეხბურთელი გახლდათ. ორი თვის შემდეგ კი მის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაიხადეს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები