ცენტრალური მცველის გარეშე! სიტიმ კრისტალ პალასი უცნაური შემადგენლობით დაამარცხა
Aa
Aa

ცენტრალური მცველის გარეშე! სიტიმ კრისტალ პალასი უცნაური შემადგენლობით დაამარცხა

პრემიერლიგის მე-9 ტურში თავისი მატჩი მოიგო „მანჩესტერ სიტიმ“, რომელმაც „კრისტალ პალასს“ სტუმრად 2:0 სძლია.

პეპ გვარდიოლამ თავის საყვარელ ექსპერიმენტს კიდევ ერთხელ მიმართა და გუნდი მოედანზე ცენტრალური მცველის გარეშე (!) გაიყვანა.

პეპის ტაქტიკამ შედეგი გამოიღო, „სიტიმ“ პირველი ტაიმი უდიდესი უპირატესობით ჩაატარა და 2:0 მოიგო.

გოლების ავტორები გაბრიელ ჟესუსი და დავიდ სილვა გახდნენ.

„ქალაქელებმა“ ამ გამარჯვების შემდეგ მეორე პოზიცია გაიმყარეს და „ლივერპულთან“ ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირეს, თუმცა „მერსისაიდელები“ თავის მატჩს კვირას 20 ოქტომბერს „ოლდ ტრაფორდზე“ გამართავენ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამარცხებას შეეცდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები