Aa
Aa

"ელ კლასიკო" გადაიდება? მატჩი შესაძლოა 2 თვის შემდეგ გაიმართოს

ესპანეთში მოახლოებული "ელ კლასიკოს" წინ დაძაბულობა პიკს აღწევს. კატალონიელები უსაფრთხოების გარანტიებს ვერ იძლევიან, მადრიდელები კი ბარსელონაში ჩასვლას თავს არიდებენ.

კატალონიაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო, ხალხში ძალიან აგრესიული განწყობაა, რის გამოც "რეალის" ფეხბურთელებს 26 ოქტომბერს "კამპ ნოუზე" თამაში არ უნდათ.

ლა ლიგამ და "რეალმა" "ბარსას" შესთავაზეს, რომ მატჩები გაიცვალოს და სეზონის პირველი კლასიკო მადრიდში "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგეს, ხოლო განმეორებითი მეორე წრეში "კამპ ნოუზე".

ამ შეთავაზებაზე "ბარსელონამ" მკაცრი უარი განაცხადა. ასევე განიხილება "ელ კლასიკოს" ცარიელ "კამპ ნოუზე" ჩატარებაც, რაც ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელია.

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელსაც მადრიდული Marca ადასტურებს, ყველაზე ოპტიმალურ და ობიექტურ ვერსიად შეხვედრის გადადება სახელდება.

საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ "კამპ ნოუზე" გასამართი "ელ კლასიკო" 4 ან 18 დეკემბრისთვის გადაიდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები