Aa
Aa

"ბარსას" 2020 წლის ტოპ სამიზნე - ლუის სუარესის 4 პოტენციური შემცვლელი

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, 2020 წლის საზაფხული სატრანსფერო ფანჯრისას „ბარსელონას“ ნომერ პირველი სამიზნე ახალი 9 ნომრის შეძენა იქნება.

როგორც ჩანს, კლუბი ნეიმარზე უარს საბოლოოდ ამბობს. მართალია „ბრაზილიელს“ დაბრუნება კვლავ სურს, თუმცა „ბარსა“ მისთვის მესამე შანსის მიცემას აღარ აპირებს. 2019 წლის ზაფხულში კატალონიელებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ „ნეი“ დაებრუნებინათ, თუმცა ფეხბურთელისგან იგივე ნაბიჯები ვერ დაინახეს.

სამოამვლოდ კლუბი მარცხენა შემტევის პოზიციაზე დემბელესა და ფატის დაეყრდნობა, რაც მათი ასაკიდან გამომდინარე სწორი გადაწყვეტილებაა.

რაც შეეხება ახალ ტოპ მისიას - ლუის სუარესი 24 იანვარს 33 წლის ხდება და გასაკვირი არ არის, რომ კლუბი მომდევნო სეზონიდან ძირითადის ფორვარდად ურუგვაელს აღარ მოიაზრებს.

სუარესს ან თადარიგში გადასვლა მოუწევს, ან ახალი გუნდის მოძებნა.

რაც შეეხება კანდიდატებს. კატალონიელები მეგა ტრანსფერს უმიზნებენ. სიაში 4 ვარსკვლავია - კილიან მბაპე, ჰარი კეინი, მარკუს რაშფორდი და ლაუტარო მარტინესი.

მბაპეს შეძენა ყველაზე რთული იქნება, რადგან 20 წლის ფრანგის შესაძენად ყველაფერს აკეთებს მადრიდის „რეალი“ და თავად კილიანიც „სამეფო კლუბის“ გულშემატკივარი გახლავთ, მაგრამ არავინ იცის სამომავლოდ რა მოხდება.

მბაპემ პსჟ-ს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა, ხელშეკრულებას კი ვადა 2021 წელს გასდის, რაც იმას ნიშნავს, რომ პარიზელებმა თავიანთი ვარსკვლავი 2020 წლის ზაფხულში უნდა გაასხვისონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი წლის შემდეგ მისი უფასოდ გაშვება მოუწევთ.

ამრიგად, პრაქტიკულად გადაწყვეტილია რომ მბაპე პსჟ-ში ბოლო სეზონს ატარებს, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით სად გააგრძელებს ის კარიერას.

26 წლის ჰარი კეინი კი „ტოტენჰემის“ უტიტულო სეზონებით დაიღალა და 90%-იანი ალბათობით ინგლისელი „დეზების“ რიგებს დატოვებს.

ლოგიკურია, რომ ექსტრა კლასის ინგლისელ ფორვარდს ყოველ წლეს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა სურს, რაც „ტოტენჰემში“ პრაქტიკულად გამორიცხულია.

კეინის მიმართ ინტერესს თითქმის ყველა გრანდი იჩენს და ლონდონელებიც მის გაყიდვას კოლოსალურ თანხად გეგმავენ.

„ბარსასთვის“კეინის შეძენა უფრო რეალური იქნება, ვიდრე მბაპესი. ორივე მათგანის სატრანსფერო ღირებულება 150 მილიონზე მეტია. მათ მსურველებს მინიმუმ 200 მილიონის გადახდა მოუწევთ.

ბოლო 2 და გაცილებით რეალური კანდიდატები - მარკუს რაშფორდი და ლაუტარო მარტინესი.

რაშფორდი ლუკაკუს გაყიდვის შემდეგ გუნდის პირველი 9 ნომერია, თუმცა „იუნაიტედის“ სამომავლო პერსპექტივები თავად ფეხბურთელს დიდ იმედს ვერ აძლევს.

მიმდინარე სეზონში „მანჩესტერის“ უსახური ფეხბურთი რაშფორდზეც მოქმედებს და 21 წლის ფორვარდი საკმაოდ ცუდ სეზონსაც ატარებს.

რაც შეეხება ლაუტაროს, მისი „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლაზე პრესაში ბევრჯერ დაიწერა. კატალონიელებს არგენტინელის გაფორმება დაახლოებით 120 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

100-დან 150 მილიონამდეა შეფასებული რაშფორდი, თუმცა მასსა და 22 წლის ლაუტაროს შორის უპირატესობას ესპანური პრესა არგენტინელს ანიჭებს, რადგან მისი სათამაშო სტილი და ცენტრფორვარდის თვისებები სუარესისას გაცილებით ჰგავს და ზოგადადაც - მარტინესი ტიპიური ცხრიანია, რასაც ინგლისელზე ვერ ვიტყვით.

ამრიგად, „ბარსელონას“კანდიდატები შერჩეული ჰაყვს. სეზონის დასრულების შემდეგ, ერნესტო ვალვერდეს ბედიც გადაწყდება. ნებისმიერ შემთხვევაში კლუბთან ერთად ახალი 9-იანის შერჩევისას თავისი პოზიცია მთავარმა მწვრთნელმაც უნდა დააფიქსიროს და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, რომელი კანდიდატი იქცევა კატალონიელებისთვის ნომერ პირველ სამიზნედ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები