Aa
Aa

ესპანური პრესა - ზამთარში "რეალი" ერიქსენის გადაბირებას შეეცდება

გავლენიანი ესპანური გამოცემები Marca და AS იტყობინებიან, რომ მადრიდის „რეალი“ ზამთარში კრისტიან ერიქსენის გადაბირებას შეეცდება. „ლოს ბლანკოსი“ დანიელი ფეხბურთელის ტრანსფერით ზაფხულშიც ინტერესდებოდა, თუმცა მაშინ მიზანს ვერ მიაღწია.

27 წლის სკანდინავიელს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისს ეწურება. ლონდონელებს მისი უსასყიდლოდ გაშვება არ სურთ და ბრიტანული პრესა დიდი ხანია აცხადებს, რომ „დეზები“ მას ზამთარში გაასხვისებენ.

Marca-ს ცნობით „ტოტენჰემის“ პრეზიდენტმა, დანიელ ლევიმ საქმეში სანდო ხალხი ჩართო და მათ ერიქსენის შეძენის მსურველი კლუბების მოძებნა დაავალა. მიუხედავად ამისა, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ არ ჩქარობენ. „რეალის“ ხელმძღვანელები ფრთხილობენ და არ სურთ UEFA-ს რეგულაციები დაარღვიონ. „ლოს ბლანკოსი“ „ტოტენჰემთან“ მოლაპარაკებების დასაწყებად იანვარს ელოდება.

Marca-ს ცნობით „სამეფო კლუბი“ ერიქსენის შესაძენად ამჯერად ყველაფერს გააკეთებს და მადრიდელების სამომავლო გეგმებში შანსის კიდევ ერთხელ განიავება ნამდვილად არ შედის. აქვე დავძენთ, რომ ბრიტანული პრესის მიხედვით ფინანსური საკითხებიდან გამომდინარე ერიქსენს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გადასვლა ზაფხულში სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები