Aa Aa
8 ოქტომბერი 2019  |  15:01

''ფახთაქორი'' არველაძეს ახალ კონტრაქტს სთავაზობს

შოთა არველაძემ შესაძლოა ტაშკენტის ''ფახთაქორთან'' ახალი კონტრაქტი გააფორმოს. უზბეკეთის სუპერლიგის 2019 წლის გამარჯვებული ქართველ სპეციალისტს ახალ კონტრაქტს სთავაზობს. ამ თემაზე ''ფახთაქორის'' გენერალურმა დირექტორმა დმიტრი ადისმანმა ისაუბრა.

ადისმანის თქმით არველაძემ ორწელიწადნახევარში ტაშკენტურ კლუბში წარმატებით იმუშავა. მას იმედი აქვს, რომ არველაძე შემდეგ სეზონშიც ''ფახთაქორის'' მწვრთნელი იქნება.

ტაშკენტური კლუბის ხელმძღვანელი ერთ საინტერესო ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით თუ არველაძე უზბეკეთში დარჩა, უზბეკეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვადიმ აბრამოვის ერთ-ერთი მთავარი კონსულტანტი იქნება. ადისმანის თქმით აბრამოვს არველაძის დახმარება სჭირდება, რადგან ქართველი მწვრთნელი უზბეკთა ეროვნული გუნდის სათამაშო სტილს კარგად იცნობს.

მიმდინარე სეზონში ''ფახთაქორმა'' ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე მოიპოვა, რაც შოთა არველაძის სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტულია.

შეგახსენებთ, ''ფახთაქორის'' მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი ასისტენტი გოჩა ტყებუჩავაა. ასევე, კლუბის მთავარი სელექციონერი არჩილ არველაძეა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები