დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ

სიახლე 07.10.2019
A+ A- 20:55

დუდუ დადიანის მემორიალის ნახევარფინალისტები დღეს გამოვლინდნენ.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის დასრულებამდე გაურკვეველი იყო, თუ ვინ გავიდოდა და როგორ დაწყვილდებოდა ნახევარფინალში.

 

თსუ-სა და “ქუთაისის” შეხვედრამ ყველაფერი დაალაგა, მანამდე კი “კაკტუსმა” “რუსთავს” 98:90 სძლია და ფავორიტად მიჩნეული ქვემოქართლური გუნდი ჯგუფში ჩატოვა.

არჩილ ჟღენტის გაწვრთნილმა “კაკტუსმა” მებრძოლი ხასიათი გამოავლინა. პირველ ტურში “დინამოსთან”ბოლო წუთზე წაგების შემდეგ კაკტუსელებმა ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრისა და კანდიდატის, ასევე მარჯვე ლეგიონერების მყოლ “რუსთავს” 8 ქულით სძლიეს და ჯგუფიდან გასვლის გზაზე მოზრდილი ნაბიჯი გადადგეს.

“კაკტუსს” 1 ქულით მეტით რომ მოეგო, ჯგუფში პირველ ადგილს და ნახევარფინალის საგზურს გაინაღდებდა, თუმცა ეს ვერ შეძლო და “დინამოსთან” პირადი მარცხის გამო მეორე ადგილს დასჯერდა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში თსუ “ქუთაისს” შეხვდა. ქუთაისელებს ნახევარფინალში გასასვლელად მინიმუმ 13 ქულით მოგება სჭირდებოდათ, თუმცა 9 ქულით – 70:79 აქეთ დამარცხდნენ.

ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილი გუნდი ტურნირზე ჯერ-ჯერობით ყველაზე ეფექტურად თამაშობს. მათ გუნდში დღეს დებიუტი ჰქონდა ამერიკელ რიკი მედისონს, რომელმაც 15 ქულა მოაგროვა. საუკეთესო კი პირველი შეხვედრის მსგავსად გიორგი ტურძილაძე გახდა 20 ქულით. გიორგი კორსანტიამ შეხვედრა 19 ქულით და 8 მოხსნით დაასრულა.

თსუ-მ პირველ ადგილზე გასულ გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა და ნახევარფინალში მეორე ადგილიდან გასულ “კაკტუსს” შეხვდება.

კაკტუსელებმა პლეი ოფის საგზური საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსის მოპოვებით მოახერხეს. მეორე ნახევარფინალში “ბათუმი” და “დინამო” დაწყვილდნენ. 

ნახევარფინალური მატჩების განრიგი:

თსუ – კაკტუსი  17:00
ბათუმი – დინამო 19:00

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია ოფიციალურად დაბრუნდა! NBA-ის 2019-20 წლების სეზონი „სკოტიაბენკ არენაზე“ გაიხსნა, სადაც ერთმანეთს მოქმედ...

„ნიუ ორლეანის“ ქომაგები 2019-20 წლების სეზონის გახსნით შეხვედრაში ზაიონ უილიამსონის თამაშს ვერ იხილავენ. 2019 წლის დრაფტის პირველმა ნომერმ...

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დუდუ დადიანის მემორიალური თასის მფლობელი თსუ საკალათბურთო გუნდის დაჯილდოება გაიმართა. ღ...

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ყოფილმა წევრმა ვიქტორ სანიკიძემ CrystalSport-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. სანიკიძე 2 წ...

25 წლის ამერიკელი კალათბურთელი მარკ ოგდენი, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში თბილისის „ოლიმპში” ასპარეზობდა, კარიერას „ატლანტა ჰოუქს...

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, დუდა სანაძე კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს. სანაძემ კონტრაქტი “ოლივეირენშესთან” გააფორმა და  ...

„მინესოტა ტიმბერვულვზის“ კალათბურთელი, ენდრიუ უიგინსი ქველმოქმედებაში აქტიურადაა ჩართული და კეთილი მიზნებისთვის წელსაც დიდი თანხების გაღებ...

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-5 ტურში ''ბასკონიამ'' ''ბეტისი'' 84:73 დაამარცხა. მიმდინარე სეზონში ''ბასკონიამ'' მხოლოდ მეორე გამარჯვება მოიპოვ...

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-5 ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ სტუმრად „მანრესას“ დამაჯერებლად 81:61 სძ...

ლეგენდარულმა კალათბურთელმა, მაიკლ ჯორდანმა შარლოტში კლინიკა გახსნა, რომელიც მან და მისმა ოჯახმა დააფინანსეს. საავადმყოფო ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ...

დღეს თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ევროლიგის მესამე ტურის შეხვედრა გამართა და სტუმრად ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს "ფენერბაჰჩეს" დაუპირისპირდა. ბასკებმა ...

გოგა ბითაძის დებიუტი იდეალური არ ყოფილა და სრულყოფილებისგან ძალიან შორს იყო, თუმცა მისი გამოსვლა პრაქტიკულად ისეთივე აღმაფრთოვანებელი გახლდათ, როგორი ...

2019 წლის დრაფტის მეთვრამეტე ნომერმა, გოგა ბითაძემ NBA-ში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. 20 წლის ქართველმა ცენტრმა „ინდიანას“ მაისური პირველა...

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ სუპერვარსკლავი, ლებრონ ჯეიმსი „ჰიუსტონ როქეთსის“ გენერალური მენეჯერის, დარილ მორის „ტვიტს“...

„ინდიანა პეისერსის“ წარმომადგენლები აღტაცებულები იყვნენ, როცა 2019 წლის დრაფტზე გოგა ბითაძე აირჩიეს. ინდიანაპოლისში ქართველ კალათბურთელზე ...

„ინდიანა პეისერსმა“ პრესეზონის სამი შეხვედრა 2019 წლის დრაფტის მეთვრამეტე ნომრის, გოგა ბითაძეს გარეშე ჩაატარა, თუმცა „მინესოტასთან&l...

ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიამ“ „ანდორას“ 80:67 სძლია. შეხვედრაში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო ...

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ACB ლიგის მე-4 ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარ ტენერიფემ“ მე-2 გამარჯვება მოიპოვა - 90:78. ???? &ie...

რეკომენდებული სიახლეები
თბილისის ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელმა მამია გავაშელიშვილმა ერთწლიანი მკურნალობა წარმატებით დაასრულა. საწყის სტადიაზე აღმოჩენილი მძიმე სენისგან სპორტსმე...
22.10.2019
რუმინეთში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძემ საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედლები მოუტანა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში ...
22.10.2019
შვედეთის საფეხბურთო ჩემპიონატში გიორგი ხარაიშვილის ''გიოტებორგი'' საკუთარ კედლებში ''იურგორდენთან'' 0:1 დამარცხდა. გიბრალტართან გატანილი გოლის შემდეგ ...
22.10.2019
ბელგიური ''გენტის'' სარეზერვო გუნდში გიორგი ქვილითაიამ ''ბეერსხოტთან'' მატჩში 30-წუთიან მონაკვეთში 4 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ''გენტ...
22.10.2019
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა.  მაროკოს ქალაქ მარაქეშში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრ...
22.10.2019
ძალოსნობაში ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე გოგა ჩხეიძემ 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 153 კგ. დაძლია და ბრინჯა...
22.10.2019
საფეხბურთო კლუბი ფოთის ''კოლხეთი'' განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით ფოთის საზღვაო ნავსადგურმა კლუბს დაფინანსებთასთან დაკავშირებით უარყოფითი პასუ...
22.10.2019
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
22.10.2019
თბილისის „ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემიამ ახალი მოედანი გახსნა. დღესვე, აკადემიას მიენიჭა ლეგენდარული დავით ყიფიანის სახელი. ახალი მოედა...
22.10.2019
ერთ-ერთმა გამორჩეულმა პორტუგალიურმა გამოცემა A Bola-მ "სეტუბალის" ქართველ მეკარე გიორგი მაკარიძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ჟურნალის ხვალინდე...
22.10.2019
საქართველს ნაკრები ფუტსალის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდში ბრძოლას 24 ოქტომბრიდან იწყებს. ქართველებთან ერთად, პირველ ჯგუფში, ელიტ რაუნდში ...
23.10.2019
უკანასკნელი სიახლეები