Aa
Aa
7 ოქტომბერი 2019  |  10:11

დე ხეა: "მინდა გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ საშინელ ფორმაში იმყოფება. პრემიერ ლიგის მერვე ტურში „წითელმა ეშმაკებმა“ მორიგი მარცხი იწვნიეს და სტუმრად „ნიუკასლთან“ მინიმალური ანგარიშით წააგეს.

მატჩის შემდეგ „მანჩესტერის“ ესპანელმა მეკარემ, დავიდ დე ხეამ გუნდში არსებული პრობლემების შესახებ გააკეთა კომენტარი. Sky Sports-ის ჟურნალისტის კითხვას რომელ ასპექტში აქვს „იუნაიტედს“ მოსამატებელი დე ხეამ ასე უპასუხა: „ყველა ასპექტში მოსამატებელი გვაქვს. არ ვიცი რა ვთქვა. ჩვენ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და პროგრესის მისაღწევად მაქსიმუმი გავაკეთოთ“.

„ოლდ ტრაფორდზე 2011 წლიდან ვთამაშობ და ახლა ალბათ ყველაზე რთული პერიოდი გვიდგას. ორ შეხვედრაში ერთი გოლის გატანაც ვერ მოვახერხეთ. ეს ყველაფერი მიუღებელია. საუბარი არა მხოლოდ ამ შეხვედრაზე, არამედ მთლიან სეზონზე მაქვს“.

„მინდა გულშემატკივრებს ბოდიში მოვიხადო და ვუთხრა, რომ ჩვენ არ დავნებდებით და უფრო ძლიერები დავბრუნდებით“.

„ნიუკასლთან“ მარცხის შემდეგ „მანჩესტერი“ მეთორმეტე ადგილამდე დაქვეითდა. „წითელ ეშმაკებს“ მომდევნო ტურში ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ და იმ შეხვედრაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. სულშერის გუნდის მომდევნო მეტოქე 100 პროცენტიანი შედეგის მქონე „ლივერპული“ იქნება. „მანჩესტერი“ მოსისხლე მტერს 20 ოქტომბერს, „ოცნებათა თეატრზე“ უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები