ნიუკასლი 1:0 მანჩესტერ იუნაიტედი - სულშერის გუნდს გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 2 ქულა აშორებს
Aa
Aa
6 ოქტომბერი 2019  |  22:11

ნიუკასლი 1:0 მანჩესტერ იუნაიტედი - სულშერის გუნდს გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 2 ქულა აშორებს

პრემიერლიგის მე-8 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მორიგი მარცხი იწვნია. ოლე გუნარ სულშერის გუნდი „სენტ ჯეიმს პარკზე“ „ნიუკასლთან“ 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 72-ე წუთზე მეთიუ ლონგსტაფმა გაიტანა.

„წითელ ეშმაკებს“ საუკეთესო დროება ნამდვილად არ უდგათ. „მანკუნიანელებს“ გასავარდნ ზონასთან მხოლოდ 2 ქულა აშორებთ.

სულშერის გუნდმა ბოლო 3 ტურში მხოლოდ 1 ქულა აიღო. 8 ტურის შემდეგ „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრები 9 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფებიან.

მე-9 ტურში „ოცნებათა თეატრს“ ბრწყინვალე ფორმაში მყოფი „ლივერპული“ ეწვევა, რომელსაც ამ მომენტისთვის ქულათა მაქსიმუმი აქვს და „სიტის“ 8 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები