ლივერპული 2:1 ლესტერი - კლოპის გუნდმა 3 ქულა ბოლო წამებზე მოიპოვა!
Aa
Aa

ლივერპული 2:1 ლესტერი - კლოპის გუნდმა 3 ქულა ბოლო წამებზე მოიპოვა!

პრემიერლიგის მე-8 ტურში „ლივერპულმა“ მერვე გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ეს ყველაფერი დიდი ნერვიულობის ხარჯზე მოუხდა.

იურგენ კლოპის გუნდმა პირველი ტაიმი არც ისე დამაჯერებლად ჩაატარა, თუმცა მე-40 წუთზე სადიო მანეს გოლით დაწინაურდა.

მეორე ტაიმში „ლესტერმა“ იბრძოლა და მე-80 წუთზე ჯეიმს მედისონის გოლის წყალობით წონასწორობა აღადგინა.

ყველაფერი ისე მიმდინარეობდა, რომ თითქოს „მერსისაიდელებს“ ქულები უნდა დაეკარგათ, მაგრამ 92-ე წუთზე მანემ პენალტი მოინადირა, რომელიც გოლად ჯეიმს მილნერმა აქცია.

კლოპის გუნდს ბრწყინვალე სტარტი აქვს. „წითლები“ ისეთ მატჩებსაც იგებენ, რომლებშიც ერთი შეხედვით ქულები უნდა დაკარგონ. ეს ყველაფერი „მერსისაიდელებს“ ჩემპიონობის უმთავრეს ფავორიტად აქცევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები